ისეთი ხმა იყო, მეგონა, ომი დაიწყო - რა ხდება სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა?
"ისეთი ხმა იყო, მეგონა, ომი დაიწყო", - "პირველებს" ადგილობრივები დიდუბის რაიონში მომხდარი აფეთქების დეტალებს უყვებიან. დაზარალებულები ამბობენ, რომ შემთხვევას საბედისწეროდ გადაურჩნენ.
სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა, ხოლო ბასრი და დამტვრეული შუშები კი მათ დაეცათ.
ისეთი ხმა იყო, მეგონა, რომ ომი დაიწყო. უცებ ვერ მოვედი გონს, თუ რა ხდებოდა. საწოლზე ვიჯექი, დედაჩემს წნევას ვუზომავდი და ჩემ გასწვრივ, მოშორებით ფანჯარა იყო. აფეთქების შედეგად მთლიანად გადმოვარდა და შუშა მე და დედაჩემს დაგვეცა. კიდევ კაი შეფუთულები ვიყავით და გადავრჩით", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, თბილისში, დიდუბის რაიონში გვიან ღამით აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა - სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.