გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის, მიმდინარეობს გამოძიება - კალაძე აფეთქებაზე
"გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის", - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას.
კალაძე განმარტავს, რომ ადგილზე შესაბამისი უწყებები მობილიზებული არიან, რომლებიც ცდილობენ, დაადგინონ, თუ რამ განაპირობა მომხდარი.
შესაბამისი უწყებები ადგილზე მობილიზებულები არიან, სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა, გამიჭირდება კონკრეტულად საუბარი. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. მოსახლეობა გაყვანილია დროებით, ზოგი სასტუმროში, ზოგი ახლობელთან დარჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ყველანაირ კვლევას, რომ ვნახოთ კორპუსის მდგომარეობა და როგორც კი გვექნება დასკვნები, მაშინვე დავიწყებთ შესაბამის სამუშაოებს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება, მოწესრიგება და ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც რამე დაუზიანდა - არის კარებები გამონგრეული, ფანჯრებია ჩამსხვრეული, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, დიდუბის რაიონში გვიან ღამით აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა - სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
ინფორმაცია ვრცლად ნახეთ აქ.