ძვირადღირებული სუნამოების მოპარვის ფაქტზე იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ეჭვმიტანის ბრენდული მაღაზიიდან ძვირადღირებული სუნამოების მოპარვას ედავებიან. 29 წლის ქართველი იმ დროს დააკავეს, როდესაც ექვსი შეკვრა პარფიუმით სავაჭრო ცენტრის ტერიტორიას ტოვებდა.
მედია წერს, რომ ქურდობაში მხილებულ ქართველს ეგრედწოდებული ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც გასაძარცვ მაღაზიებს ეძებდა.
საქმეზე გამოძიებაა გრძელდება. იტალიის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.