"ნარკოტიკი კლავს, გადაგვირჩნეთ შვილები!" - ბათუმში დედების აქცია გაიმართა
ბათუმში დედების აქცია გაიმართა. "ნარკოტიკი კლავს" - ამ მოწოდებით ქალები ევროპის მოედანზე გავიდნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. "გადაგვირჩინეთ შვილები, ნუ გაჩუმდებით" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
პროტესტის რეჟიმში გადასული ქალები ხელისუფლებისგან იმ ადამიანებისს დასჯას მოითხოვენ, რომლებსაც სასიკვდილო ნივთიერებები ქვეყანაში შემოაქვს, შემდეგ კი უკონტროლოდ ყიდიან.
ბათუმის ცენტრში გამართული აქცია-პერფორმანსი "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.