დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას ოჯახი საქმეში გამომძიებელთა ჯგუფის გაფართოებას ითხოვს
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას ოჯახი საქმეში გამომძიებელთა ჯგუფის გაფართოებას ითხოვს. სახალხო დამცველის ხმაურიანი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საეჭვო ვითარებაში გარდაცვილილი გოგონას დედას კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვი, რომ გამოძიება არაეფექტურად მიდის.
როგორც გაირკვა, ამ საქმეს ერთი გამომძიებელი იძიებს. კითხვებს აჩენს ერთი გარემოებაც, ოჯახი ამბობს რომ ტრაგედიის ადგილიდან კამერების ჩანაწერები, არასრულად, სულ რაღაც ოთხი საათის მასალაა ამოღებული. ამ მასალაში კი ოჯახის მტკიცებით, ფაქტრობივად არაფერი ჩანს რაც გამოძიებისთვიის ხელჩასაჭიდი გახდებოდა.
ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის. საჭიროა კვალიფიციური გამომძიებლების ჯგუფი, რათა დროულად შეასრულონ ის საგამოძიებო სამშაო, რაც საჭიროა იმ კონკრეტულ მომენტში და არა ერთი წლის შემდგომ" - ამბობს 12 წლის ანას დედა.
იურისტები არ გამორიცხავენ, რომ 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, რთული ამ ეტაპზე რაიმეს თქმა. ფაქტია, რომ გამოძიება წარიმართა ხარვეზებით, თუმცა შემდეგ უკვე მოკვლევამ უნდა დაადგინოს, იკვეთება ამაში სისხლის სამართლებრივი ქმედების ნიშნები, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები თუ ეს არის სამსახურებრივი გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს", - ამბობს იურისტი.
დღეს "უფლებები საქართველომ" სახალხო დამცველის ანგარიში წარმოადგინა - ომბუდსმენი ფიქრობს, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმის გამოძიება დარღვევებით მიდის
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.