რატომ არ დაესწრო "ფესვები" პრეზიდენტის ღონისძიებას - ანსამბლის ხელმძღვანელის განმარტება

15.03.24 13:15
რატომ არ დაესწრო "ფესვები" პრეზიდენტის ღონისძიებას - ანსამბლის ხელმძღვანელის განმარტება

რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები? დასის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მიზეზი მოცეკვავეების შეუძლოდ გახდომა იყო. თუ ბადრი დარჩიძეს დავუჯერებთ, შუა გზიდან უკან მხოლოდ ამ მიზეზის გამო დაბრუნდნენ და მათთვის მითითებები სხვებს არ მიუციათ.

"გახდა 2 მოცეკვავე ცუდად და იძულებული გავხდით უკან დავბრუნებულიყავით..."- ამბობს ბადრი დარჩიძე.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს. 

მსგავსი სიახლეები