პასუხების მოლოდინში - ადიგენში მცხოვრებ მუსლიმთა თემში დიდი მღელვარებაა

15.03.24 17:30
პასუხების მოლოდინში - ადიგენში მცხოვრებ მუსლიმთა თემში დიდი მღელვარებაა

შეზღუდვა ლოცვაზე და პასუხების მოლოდინში მყოფი მორწმუნეები - ადიგენში მცხოვრებ მუსლიმთა თემში დიდი მღელვარებაა. ისინი მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. 

დღეს მორწმუნეებმა ტრადიციული ლოცვა მეზობელ სოფლებში ჩაატარეს, ერთ-ერთი ასეთი სოფელა ჭელა. ლოცვის შემდეგ გაიმართა დისკუსია. 

სამცხე ჯავახეთის მუფთი "პირველებთან" ამბობს, რომ მუსლიმთა თემისთვის განვითარებული მოვლენები მიუღებელია.  

მუფთი საპატრიარქოს მოუწოდებს, მართლმადიდებელ მორწმუნეეებში მღელვარება ჩაახშოს. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპატრიარქო ადიგენში მომხდარ დაპირისპირების ფაქტებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

დღეს ჭელის მეჩეთში იყო ცხარე დისკუსია. მუსლიმი თემი შეიკრიბა აქ, რადგან ადიგენში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რათა იქ შეკრებას ექსესები არ მოჰყოლოდა. ჩვენს თემს მოვუწოდეთ სიმშვიდისკენ.

რაც შეეხება მეორე მხარეს, ადგილობრივ ეპარქიას თუ საპატრიარქოს, ველოდებით მათგან ადეკვატურ შეფასებას", - ამბობს მუფთი.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებულ მოვალეობას. 

მორწმუნეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმთა თემთან მოლაპარაკება შედგა. უკვე გადაწყვეტილია, რომ სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ერთ კვირის ვადაში, მორწმუნეებისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგინეში ადგილობრივებმა მუსლიმთა სალოცავის გახსნა გააპროტესტეს. ათეულობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მსგავსი სიახლეები