კლანი პოზიციებს იძლიერებს - მურუსიძე-ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი პირები უზენაეს სასამართლოში გადაჰყავთ

15.03.24 20:20
კლანი პოზიციებს იძლიერებს -  მურუსიძე-ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი პირები უზენაეს სასამართლოში გადაჰყავთ

 

 

კლანი პოზიციებს იძლიერებს. მურუსიძე-ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი პირები უზენაეს სასამართლოში გადაჰყავთ. ოფიციალურად ეს არჩევნებია, თუმცა სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალურად. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ  ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს. ანუ თუ მათ მოსამართლეებად არ აირჩევენ, უმუშევრები რჩებიან.  მაშინ რატომ დატოვეს პოსტები, როცა ამის ვალდებულება არ ჰქონდათ?  

ეს გადაწყვეტილება ტოვებს განცდას, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, გარანატიებიც გაცემულია და შონიას და სილაგაძეს წინ მხოლოდ ფორმალური პროცედურებია აქვთ გასავლელი. ბადრი შონია "პირველებთან" საუბარში განმარტავს, რომ იუსტიციის საბჭოს დატოვების მიზეზი ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილება იყო. თუმცა, იურისტებისთვის ეს გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ არჩევნების წინ კლანი სასამართლო სისტემაში გავლენებს იმყარებს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები