განადგურებული მტკიცებულებები - ომბუდსმენმა 12 წლის ანას მკვლელობის საქმეში დარღვევები აღმოაჩინა
12 წლის ანას მკვლელობის საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველმა დარღვევების მთელი კასკადი დაადგინა. განადგურებულია მტკიცებულებები, გამქრალია მოკლული გოგოს ფრჩხილიდან ამოღებული თმის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია კამერების მხოლოდ 4 საათიანი ჩანაწერები. ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ საგამოძიებო მოქმედებების თავიდან ჩატარებას, პრაქტიკულად, აზრი არ აქვს. ომბუდსმენი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოიძიოს საქმის გამომძიებლების სავარაუდო დანაშაული.
მოკლული 12 წლის ანას ტანსაცმელი ექსპერტიზაზეც კი არ არის გადაგზავნილი. საქმეში მტკიცებულებად არ არის ამოღებული იარაღი, რითაც გოგონას ყელის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. ჩნდება კითხვა, ერთი წლის განმავლობაში რა გამოიძიეს ან რა დაადგინეს მოზარდის მკვლელობის საქმეზე? გოგონას დედა ამბობს, რომ მას არცერთ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია და ითხოვს, რომ საქმე გამომძიებელთა ჯგუფს გადაეცეს.
ვვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.