ადმინისტრაციული რესურსის ზრდა საარჩევნოდ - როგორ ინახავს "ქართული ოცნება" პარტაქტივს ბიუჯეტის ხარჯზე?
როგორ ინახავს "ქართული ოცნება" პარტაქტივს ბიუჯეტის ანუ ხალხის ფულის ხარჯზე? საქართველო საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობით რეკორდსმენია. 3 მილიონიან ქვეყანაში 300 ათასზე მეტი ადამიანი სახელმწიფო უწყებებშია გაფორმებული. განსაკუთრებით საგანგაშოა შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა ანაზღაურება ბოლო 9 წლის განმავლობაში 350 მილიონით გაიზარდა. ფაქტია, რომ თვითმართველობებში ხელოვნურად შექმნილი აიპები "ოცნების" აქტივისტების და მათი ოჯახის წევრების დასაქმების ბიუროდ არის ქცეული.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.