გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16.03.24 10:28
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს თქმით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსგავსი სიახლეები