რას ემსხვერპლა 45 წლის პატიმრის სიცოცხლე? - უფლებამდაცველებმა განგაშის სიგანი ჩართეს

17.03.24 11:36
რას ემსხვერპლა 45 წლის პატიმრის სიცოცხლე? - უფლებამდაცველებმა განგაშის სიგანი ჩართეს

რას ემსხვერპლა 45 წლის პატიმრის სიცოცხლე? "შაბათის ეთერის" მიერ ლევან ხიდაშელის ტრაგიკული ამბის გასაჯაროების შემდეგ უფლებადამცველებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ საქმე უკანონო პატიმრობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხება. 

სახეზე გვაქვს უკანონო დაკავება, უკანონო დაპატიმრება, სამსახურეობრივი გულრგილობა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ამას დაუმატეთ 144 პრიმა მუხლი ანუ წამება. სასამართლომ, ისე, რომ არ გაერკვია სიტუაციაში, დაარტყა ბეჭედი და დაადასტურა ის მოთხოვნა, რაც აბსოლუტურად უკანონო იყო. დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული დამნაშავე პირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არის ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადებული და ფაქტობრივად, ყველა ციხეშია გაშვებული ანალოგიურ საქმეზე, - ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ციხეებში ლევან ხიდაშელის მსგავსი სიტუაციები ხშირია. იურისტები სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პრობლემის სათავე პენიტენციური სამსახურია, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხშირ შემთხვევაში, არ აღასრულებს. 

როდესაც ციხეებს გადაავსებ პატიმრებით, ნება უნდა იბოძო და თითოეულ მათგანს მიაქციო სათანადო ყურადღება. მე შემიძლია გავიხსენო უამრავი შემთხვევა, როდესაც პატიმრებს არა თუ სათანადო ყურადღება, ელემენტალური ყურადღებაც არ ექცევათ. მაგალითად, 3 წლის წინ ვიცავდი უკრაინის მოქალაქეს, ახალგაზრდა პიროვნებას, რომელსაც აწუხებდა გაუსაძლისი თავის ტკივილები და მას არათუ ყურადღება არ მიაქციეს, მას განუმარტეს, რომ აქ არის ციხე და აქ თავი ყველას სტკივა. ეს ადამიანი რამდნეიმე დღეში ციხის კამერაში გარდაცვლილი იპოვეს. დღემდე არ არის დადგენილი გარდაცვალების მიზეზი და არავინ არ არის პასუხისგებაშ მციემული. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და სავარაუდოდ, თაროზეა შემოდებული ეს საქმე. აქვთ ასეთი მიდგომა, რომ ციხე არ არის კურორტი, თუ ჩჩენ ყველას ვუმკურნალებთ, ასე საქმე წინ არ წავა. აქედან გამომდინარე, მიზანმიმართულად ხდება ბოლო მომენტამდე ადამიანების გაუარესებული ჯანმრთელბის მდგომარეობის იგნორირება, - ამბობს ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

სისტემას პატიმარი ციხეში მოუკვდა. გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში  გარდაცვლილი პატიმრის დედა ამბობს, რომ მის შვილსს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სამკურნალო დაწესებულების ნაცვლად, ის საკანში გამოკეტესს, რაც მისი გარდაცველებით დასრულდა. შვილმკვდარი ქალის სიტყვებს ამყარებსს ფსიქიატრიული ექსპერტიზისს დასკვნაც. 

 

მსგავსი სიახლეები