20 წლის ტაქსის მძღოლს 3 ათას ლარიანი გირაო შეეფერდა - რა თქვა დაკავებულმა პროცესზე?
გომელაურის უწყება სკანდალშია - ელჯან გამბაროვმა დუმილი სხდომათა დარბაში დაარღვია და სამგორის პოლიციის თანამშრომლები ცემასა და წამებაში ახმილა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 20 წლის ტაქსის მძღოლი ამტკიცებს, რომ გამოკითხვის დროს ის პოლცილმა სცემა - თავში 5-ჯერ ჩაარტყა და ამ ფორმით აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.
პირველად ჩანთა დავტოვე სახლში, არ ვიცოდი რა მექნა. არ მქონდა კონსულტაცია გავლილი ადვოკატთან. მერე მივედი პოლიციის განყოფილებაში, არაფერი მითხრეს. არ შემოუშვეს თარჯიმანი. მერე მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მე ვაპირებდი ჩანთის დაბრუნებას, მაგრამ ხუთჯერ დამარტყეს. 16 მარტს მოხდა ეს ყველაფერი. ზედიზედ დამარტყეს. დრო რომ გავიდა, იძულებული გავხდი, მეთქვა, სად იყო ჩანთა. წავედი მანქანით, მოვიტანე და დავაბრუნე, მივეცი პოლიციელს ჩანთა. ხუთჯერ თავში რომ ჩამარტყა, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განვიცადე. ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის კაბინეტში აეროპორტის გზაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში. " აქ უფროსი მე ვარ და გაგიშვებო'", - მეუბნებოდა. მომატყუა და საბოლოოდ, აღმოვჩნდი აქ. რომ არ ვეცემე, მე არაფერს ვიტყოდი, - თქვა პროცესზე ელჯან გამბაროვმა.
სავარუდო მოძალადე პოლიციელის წინააღმდეგ არსებობს დაკავებულის ბაბუის ჩვენებაც. პენსიონერი ამტკიცებს, რომ მისი შვილიშივლის ცემის შემდეგ პოლიციელი მას გაჩუმებას სთხვდა და ამ მიზნით რამდენჯერმე ტელეფონზეც დაურეკა.
ძალადობას ნადით კაშაროვს ვპატიობ, რადგან რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა, რომ არ გვეჩივლა. მოპარვის განზრახვა ვერ ექნებოდა, მე ვიცი, რომ დარჩა ეს ჩანთა, - ამბობს გამბაროვის ბაბუა.
ბრალდების მხარე კი დღევნდელ პროცესზე ამტკიცებდა, რომ ელჯან გამბაროვმა ჩანთა მიზანმიმართულად გაიტაცა, თუმცა არაფერი უთქვამს სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ახალგაზრდა კაცს 3 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. აღნიშნულ განაჩენს ადვოკატი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
საქმეში უკვე ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც მაღალცინოსნების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს გამოიძიებს.