ჰემოფილიით დაავადებული ემბრიონების ექსპორტი ისრაელში - BIRTH-ში საპროცესო მოქმედებები ჩატარდა

20.03.24 18:42
ჰემოფილიით დაავადებული ემბრიონების ექსპორტი ისრაელში - BIRTH-ში საპროცესო მოქმედებები ჩატარდა

ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

ირკვევა, რომ დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.  გამოიკითხებიან, საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებიც. 

"საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე,  ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა)  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან  დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში 

ისრაელის პოლიცია საქართველოდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შეტანას უკვე იძიებს. ადგილობრივი მედიის ცნობით,  კვერცხუჯრედები გენეტიკურ დეფექტს შეიცავდა. 

მსგავსი სიახლეები