ინტენსიური აფეთქებები ბელგოროდში - მოქალაქეები ქალაქიდან ერთიმეორის მიყოლებით გარბიან
პუტინი ბელგოროდში დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას ცდილობს და არწმუნებს, რომ ქალაქს არ დათმობენ. ეს იმ დროს ხდება, როდესაც რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ბელგოროდის ტაქტიკური იარაღის საცავიდან 15 კილომეტრში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს. მოსკოვმა საცავის სასწრაფოდ დაცლის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქზე კი თავდასხმები არ წყდება. მხარის გუბერნატორი მოსახლეობას კვლავ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მკაცრი შეზღუდვები დაწესდა მიმდებარე სოფლებშიც, სადაც რუსეთმა კონტროლი პრაქტიკულად დაკარგა.