სამხედრო ბაზის მშენებლობა სრულდება, ოჩამჩირეში რუსულ გემებს ელოდებიან - სპეციალისტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

20.03.24 20:23
სამხედრო ბაზის მშენებლობა სრულდება, ოჩამჩირეში რუსულ გემებს ელოდებიან - სპეციალისტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

რუსეთი სრულ მზადყოფნაშია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მეორე ფრონტი გახსნას - ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. აეროგადაღების კამერით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ პორტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და იქ რამდენიმე ახალი ნაგებობაც დგას. ბაზის მოდერნიზება რუსეთმა რეკორდულ დროში დაასრულა და იქ  ერთდროულად 8 წყალქვეშა ნავი და 5 სამხედრო გემის განთავსდება. პუტინი უკრაინაზე იერიშების მიტანისთვის ახალ პლაცდარმს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ამზადებს. ეს კი ნიშნავს, რომ ოჩამჩირე ავტომატურად გახდება უკრაინული რაკეტების სამიზნეც.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები