დაავადებული ემბრიონების ექსპორტი ისრაელში - ბათუმის კლინიკიდან დოკუმენტები ამოიღეს
ჰემოფილიით დაავადებული ემბრიონების ექსპორტი ისრაელში - ბათუმში არსებული სამედიცინო კლინიკიდან ამოღებულია მთელი დოკუმენტაცია და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თელ-ავივშიც, სადაც 2 ექიმი უკვე დააკავეს. ამ დროისთვის დაავადებული ემბრიონებით განაყოფიერების სამი ფაქტი უკვე გამოვლენილია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ისრაელში საქმის კურსში იყვნენ, თუ რა ბიოლოგიურ მასალას იღებდნენ საქართველოდან, თუმცა ეს ამბავი დამალეს და მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ქვეყანაში ექიმების დაკავებები დაიწყო.