შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - 42 წლის კაცი 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაშია მხილებული
შემზარავი ფაქტი სამეგრელოში - უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული 42 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც მსხვერპლის სახლიდან გაქცევას ცდილობდა. ის 70 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაშია მხილებული. ხანშიშესული ქალი მეზობელი მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თავდამსხმელს ფიზიკურად დაუპირისპირდა და ნიღაბიც ჩამოგლიჯა. საბოლოოდ, 70 წლის ქალის გადარჩენა შვილმა შეძლო, რომელმაც პოლიციაში დარეკა. ახლა დაზარალებული იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომ სახლში მარტო დარჩენასაც ვეღარ ბედავს.