რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა - რომელ ადგილზეა საქართველო? (კვლევა)
მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ინდექსის ახალი ანგარიში ცნობილია - ოქსფორდის უნივერსიტეტმა ბედნიერების დღესთან დაკავშირებით, ანგარიში გამოაქვეყნა.
- მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. შემდეგ მოდის დანია, მესამეზე - ისლანდია გავიდა, მეოთხეზე - შვედეთი, ისრაელი ჩამონათვალში მეხუთეა.
- ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო შეფასებული 143 ქვეყნიდან ყველა ასაკის ცხოვრებით კმაყოფილების ზოგადი მაჩვენებლით 91-ე ადგილზე გავიდა.
ირკვევა, რომ ყველაზე ნაკლებად ბედნიერები ანგარიშის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც 60 წელს გადასცდნენ.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოზე უკეთესი შედეგები სომხეთს (82), ხოლო უარესი აზერბაიჯანს (101-ე ადგილი) აქვს.
ანგარიში შედგა ანალიტიკური კომპანია Gallup-ის, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელისა და მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის რედაქტორების თანამშრომლობით.