იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ბრალად ბინების ძარცვა ედებათ

21.03.24 10:26
იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ბრალად ბინების ძარცვა ედებათ

იტალიაში, ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეებმა ორი ბინა გატეხეს.

ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, სამართალდამცველებმა 34 და 39 წლის პირებს ხელბორკილები დაადეს. ბრალდებულებს ჩხრეკისას ხელთათმანები, ხრახნი და საკეტი აღმოუჩინეს.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები