ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია, თქვენი იმედი გვაქვს - EU-ს წარმომადგენლობა ქართველ ჟურნალისტებს

21.03.24 10:37
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია, თქვენი იმედი გვაქვს - EU-ს წარმომადგენლობა ქართველ ჟურნალისტებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქართული მედიას ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

დელეგაცია ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჟურნალისტების საქმიანობას მეტ დამოუკიდებლობას შესძენს.

ჟურნალისტებო, გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს! კანდიდატის სტატუსი მეტი დამოუკიდებლობის, ეთიკისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვას ნიშავს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია და ამ საკითხში თქვენი იმედი გვაქვს. ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას მედიის განვითარებისკენ მიმართული აქტივობებითა და ჟურნალისტიკის პრიზით", - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

მსგავსი სიახლეები