განვაახლებთ "ცინციბაძის ჯგუფის" საქმის შესწავლას - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, "ცინციბაძის ჯგუფის" საქმის შესწავლას განაახლებს.
უწყება წერს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების” და “ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი.
შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 20 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა.