"მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და თოვლი" - ამინდის პროგნოზი
22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ნისლი.
გაეროს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გააქტიუროს.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა".- წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.