12-მეტრიანი ავტობუსები 24 სხვადასხვა ხაზზე ემატება

21.03.24 13:52
12-მეტრიანი ავტობუსები 24 სხვადასხვა ხაზზე ემატება

23 მარტიდან 24 სხვადასხვა ხაზზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.

თავდაპირველად, 12-მეტრიანი ავტობუსები 7 მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336.

ტრანსპორტის დამატების შემდეგ, სხვადასხვა ხაზზე ავტობუსის ლოდინის დრო 7-დან 15-წუთამდე შემცირდება.

მსგავსი სიახლეები