სოფელ ალვანში კაცმა ცოლი დაჭრა

21.03.24 13:59
სოფელ ალვანში კაცმა ცოლი დაჭრა

დაკავებულია კაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობა სცადა - "პირველების" ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლს ჭრილობები დანით მიაყენა.

ყველაზე მძიმე დაზიანება ქალს ზურგის არეში აღენიშნება. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. 

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

დაზარალებულს მას შემდეგ გამოკითხავენ, როდესაც პოლიციას ამის საშუალებას დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს.

გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები