ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული შეხსენებაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვას ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო.
„ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენება არის იმის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაფასებულად იგრძნობს.
ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის აღიარება და შენარჩუნება ჩვენთვის ის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს ერთმანეთთან დააკავშირებს და ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღმოსავლური ერების დიდი ნაწილი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობას - ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. საქართველოში ნოვრუზი სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან გამოცხადდა და იგი ტრადიციულად, ეთნიკური ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.