ბოსნიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს - რუტე
ბოსნიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, 14 კრიტერიუმიდან 8 მაინც უნდა შესრულდეს, ეს ჯერ გაკეთებული არ არის - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა.
ამავდროულად, რუტეს თქმით, ბოსნიამ პროგრესი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მასთან წევრობაზე მოლაპარაკების გასხსნას.
დიახ, ჩვენ დავუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ბოსნიასთან გაწევრიანებაზე, მაგრამ ამავდროულად მხარს ვუჭერთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომ სანამ ბოსნიამ უნდა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, სანამ ეს მოხდება. თქვენ უნდა შეასრულთ ყველა, 8-ვე პირობა და ინიციატივა. ბოსნიამ პროგრესი განიცადა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მასთან წევრობაზე მოლაპარაკების გასხსნას, მაგრამ ამავდროულად, ბოსნიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. 14 კრიტერიუმიდან 8 მაინც უნდა შესრულდეს, ეს ჯერ გაკეთებული არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავთანხმდეთ სამოქმედო გეგმის დაწყებას, ეს შემდეგი ნაბიჯია", - ამბობს რუტე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, შესაბამისად, ახლა უკრაინის და მოლდოვას საკითხი განიხილება აღნიშნულ სამიტზე.