მკვლელობის მცდელობა თუ აუცილებელი მოგერიება? - რა მოხდა სოფელ ალვანში

21.03.24 20:19
მკვლელობის მცდელობა თუ აუცილებელი მოგერიება? - რა მოხდა სოფელ ალვანში

 

მკვლელობის მცდელობა თუ აუცილებელი მოგერიება? კრიმინალური პოლიცია ახლა ადგენს რა მოხდა სოფელ ალვანში. 46 წლის მამაკაცი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეზობელების ინფორმაციით, კაცი აუცილებელი მოგერიების რეჟიმში მოქმედებდა, რადგან ცოლი მიუვარდა და თავი შეშით გაუტეხა. დანითაა დაჭრილი არასრულწლოვანიც, რომელიც ჩხუბის დროს შუაში ჩაგდა.

46 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებულების სახით ადგილიდან ამოღებულია დანაც. კაცს ბრალის დამტკიცების შემთვევაში 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. დაშავებული ქალი თელავის საავადმყოფოშია, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ახლა პოლიცია ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები