საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ - ევროპული საბჭო

22.03.24 10:43
საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ - ევროპული საბჭო

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს.

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების გადაჭრაში“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

 

მსგავსი სიახლეები