რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა საქართველოს 225 მლნ დაუჯდება - ექსპერტები კრემლის ინტერესებზე საუბრობენ
ახალი გზა, რომელიც რუსეთისკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია. ბესიკ დონაძის თქმით, ხელისუფლებას არ აღელვებს გზები, რომელიც პორტამდე მივა ან ცივილურ მსოფლიოს დაუკავშირდება.
250 ლმნ-ს ხარჯავს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ რუსეთთან იყოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და 10 წლის განმავლობაში ზღვაზე გასასვლელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არ გვაქვს, ვერ ააშენეს. დღეს "ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტია რუსეთში მიმავალია, და ამას საერთაშორისო გზა დაარქვეს, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც მხოლოდ რუსეთში მიდის. ოღონდ გზა, რომელიც მიდის პორტთან და რომელიც მიდის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, იქ ჩქაროსნული გზა არ გვაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიან ფულს იმიტომ, რომ რუსეთში მიმავალი გზის დაფინანსებას არ გააკეთებს არცერთი ცივილური საერთაოშიროს ორგანიზაცია, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ენმ-ს წევრი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ ის სატრანპორტო დერეფანი, რომელიც საქართველოს რუსეტთან აკავშირებს, ჩვენი ქვყენისთვის სრულიად საკმარისია, თუმცა არაა საკმარისი ოკუაპნტი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, რუსეთში სანქცირეული ტვირთები მესამე ქვეყნების საშუალებით შეიტანოს.
საქართველოს, თავისი საექსპორტი სიმძლავრეებიდან გამომდინარე, სავსებით აკმაყოფილებს ის სატრანსპორტო დერეფანი რუსეთთან, რომელიც დღეს გაგვაჩნია, თუმცა დამატებითი სიმძლავრეები სჭირდება არა საქართველოს, არამედ შედის რუსეთის ინტერესებში, რომელსაც სურს, რომ საქართველოს გამოყენებით, მესამე ქვეყნების გამოყენებით ე.წ. პარალელური იმპორტის სქემით გვერდი აუაროს სანქციებს და შეიტანოს ის სანქცირებული პროდუქცია საკუთარ ბაზარზე, რომელიც სანქციებიდან გამომდინარე პირდაპირ ვერ შედის ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, - ამბობს ვასილ ურუშაძე.
რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებელობისთვის სახელმწიფო ტენდერი აქამდეც იყო გამოცხადებული. მასში მონაწილეობა მხოლოდ 5-მა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ყველამ დიკსვალიფიკაციით დაასრულა. ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გზების დაპარტამენტმა ახალი კონკურსი გამოაცხადა. ვინ იქნებიან მონაწილეები, ჯერ-ჯერობით უცნობია.