რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს? - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საგანგაშო კვლევა

22.03.24 12:13
რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს? - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საგანგაშო კვლევა

რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს? ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლესი მონიტორინგის საგანგაშო შედეგებს აქვეყნებს. უფლებადამცველებმა დაადგინეს, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გასულ ადამიანებს ხშირად პოლიცია კანონსაწინაარმდეგო გზებით ებრძვის. არის შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებენ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჩუმად ფოტოსურათებსა და ვიდეოებს უღებენ. 

სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ ეს რუსული მეთოდია, რომლის აღმოსაფხვრელადაც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ასევე ჩაწერა ინტერვიუები პოლიტიკური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელთან, ასევე სამოქალაქო აქტივისტებთან, რომლებიც აორგანიზებენ აქციებს. თითოეულმა მათგანმა პრობლემის სახით გამოკვეთა ის, რომ მათზე მიმდინარეობს თვალთვალი ოლიციელების მხრიდან, რაც გამოხატება ასევე იმაში, რომ ხშირად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მათ უშუალოს სიახლოვეს იმყოფებოდნენ. ბექა გრიგორიადისის აქციასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ თავად ორგანიზატორი საუბრობდა შესაძლო თვალთვალის ფაქტზე მაშინ, როდესა გრიგორიადისი და ბაჩალიაშილის მამა იმყოფებოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ, თვალთვალი ხორციელდებოდა ამ უკანსკნელ პირზე, კერძოდ, ბაჩალიაშვილის მამაზე, - ამბობენ ორგანიზაციაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები სასამართლოს და პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავენ და ამბობენ, რომ ფოტო და ვიდეოს ფარული გადაღება საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განახორციელოს, თუ პირის მიერ გამოძიებაა დაწყებული, სხვა შემთხვევაშ ასეთი თვალთვალი ადამიანის უფლებების დარღვევაა. 

მსგავსი სიახლეები