როგორი იქნება ლარის კურსი დოლართან და ევროსთან 23 მარტს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9544 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.033 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.