ცნობილია უსაყვარლესი ბავშვების ვინაობა, რომლებიც გუშინ სტადიონზე შეიპარნენ

22.03.24 17:43
ცნობილია უსაყვარლესი ბავშვების ვინაობა, რომლებიც გუშინ სტადიონზე შეიპარნენ

ილია წიქარაშვილი და ლუკა ყურაშვილი - ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც გუშინ სტადიონზე შეიპარნენ და რომელთა ვიდეოც ინტერნეტ-ჰიტად იქცა. 

ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლეები გუშინ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად "დინამო არენაზე" გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლუქსემბურგს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და პლეი ოფის ფინალში გავიდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები