ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს - ენგურჰესის დირექტორის პასუხი DRI-ის

22.03.24 20:18
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს - ენგურჰესის დირექტორის პასუხი DRI-ის

ენგურჰესის გენერალური დირექტორი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებას ეხმაურება - ლევან მებონია თვალსაზრის, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდნენ, უარყოფს.

მებონია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს.

ცნობისთვის, დღეს DRI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა.

მსგავსი სიახლეები