"ეკლესიური ადამიანია...დუმილის უფლებას იყენებს" - შანტაჟის ბრალდებით დაკავებული ე.წ ფოტოგრაფი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

23.03.24 11:21
"ეკლესიური ადამიანია...დუმილის უფლებას იყენებს" - შანტაჟის ბრალდებით დაკავებული ე.წ ფოტოგრაფი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

საეკლესიო მაღაზიის მფლობელი, რომელიც ქალების პირადი ცხოვრების შანტაჟის ბრალდებით დააკავეს, ბრალის წარდგენას ელოდება. მას გამომძიებლები რამდენიმე საათში შეხვდებიან. ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დღეს წარუდგენენ ბრალს, როგორც მე ვიცი დუმილის უფლებით სარგებლობს და მე ვიცი რომ არ აღიარებს ბრალს", - ამბობს ადვოკატი.

"პირველები" იმყოფებოდა დაკავებული გიორგი ქაროსანიძის ოჯახშიც, თუმცა მათ ამ საკითხზე საუბარი არ სურთ.

მეზობლები კი ამბობენ, რომ მათთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელიც ეკლესიური წესებით ცხოვრობდა, მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.

უპატიოსნესი, ეკლესიური ადამიანია. აქ ცხოვრობს, მაგისთანა ოჯახი აქ არ არსებობს. საეკლესიო მაღაზია ჰქონდა. გადასარევია ოჯახიც და ბიჭიც. მასზე მსგავსი რამ არც გამიგია. დაკავება სახლში არ მომხდარა", - ამბობენ მეზობლები.

საეკლესიო მაღაზიის მფლობელს 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მათ შორის ფარულად გადაღებული კადრებიც. გიორგი ქაროსანიძის წინააღმდეგ არსებობს სავარაუდო მსხვერპლი ქალის ჩვენებაც. დაკავებულს გლდანში მდებარე ბინაში ნამდვილი ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს მოტყუებით აიძულებდა ინტიმური შინაარსის ფოტოსესიას დათანხმებოდნენ. ეცნობოდა, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც სარეკლამო ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და თუ მასთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყოდნენ, გადაღებული კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.  

მსგავსი სიახლეები