ფოთი პროტესტმა მოიცვა - ადგილობრივები ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ
ფოთი პროტესტმა მოიცვა - ადგილობრივი მოსახლეობა ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.
მოქალაქეებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ მასშტაბური მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს, რადგან არ არსებობს მშენებლობის ნებართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.
ადგილობრივი ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ ხვდება, თუმცა აუდიენციის გამართვას ცალკე ოფისში სთავაზობენ, რაც ხალხისთვის დამატებითი ეჭვების საფუძველია.
სახლის უკან ასი წლის ნაგავი ამოთხარა იმ კაცმა. ერთი სანტიმეტრითაც არ არის ჩემი ზაბორი ღობიდან მოშორებული. ამაზე ყვირილი რომ დავიწყე, სამი მეტრის იქით დაიწყო მოხრეშვა და ნაგვის დაყრა. წყალი ყოველთვის დაბალზე მიდის. იქ წყალი რომ ჩადგება გველებით და ბაყაყებით აივსება. კიდევ უარესი ხომ გააკეთეს. რას აკეთებენ და როგორ, არ იციან. ფოთის მიწა როგორია და რანაირად უნდა დამუშავდეს, არ იციან..
გამოვიდნენ დიალოგზე ან მერია ან რომელიმე წარმომადგენელი. ჩვენ ხალხი არ ვართ? ხომ უნდა დაიცვან ჩვენი უფლებები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს. შემოგვივარდნენ სახლში და ახლა რომ იქნება ნიაღვარი ის დაბლობი წამოვა ქვევით და წყალი შემოგვივარდება. 7 დღეა ვსხედვართ აქ და არავინ არ მოსულა", - ამბობს ადგილობრივი.