ხვალ იუსტიციის საბჭოს ორ ახალ მოსამართლე წევრს და საბჭოს მდივანს აირჩევენ
ხვალ იუსტიციის საბჭოს ორ ახალ მოსამართლე წევრს და საბჭოს მდივანს აირჩევენ - მოსამართლეთა კონფერენციაზე 7 საკითხზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კონფერენციაზე მსჯელობა ვეტინგის სისტემასაც შეეხოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ თანამდებობები დატოვეს, მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამარლეღა შესარჩევ კონსურსში მლნაწილეობა დაასახელეს.
რაც შეეხება საბჭოს მდივნის არჩევას, მოქმედ მდივანს ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.