მოსკოვიდან თბილისში მეორე რეისი დაეშვა - რას ამბობენ საქართველოს მოქალაქეები

23.03.24 13:14
მოსკოვიდან თბილისში მეორე რეისი დაეშვა - რას ამბობენ საქართველოს მოქალაქეები

მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე წუთის წინ მეორე რეისი დაეშვა - საქართველოს მოქალაქეები "პირველებთან" გუშინდელ ტერაქტთან დაკაშირებით საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსკოვში სამართალდამცველების მობილიზებაა.

აეროპორტში სიმშვიდეა, ტერაქტი იყო გუშინ და ამიტომ ცოტა მეტი მილიცია დგას", - ამბობს საქართველოს მოქალაქე.

მოსკოვში დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსგავსი სიახლეები