ქალების პირადი ცხოვრების შანტაჟით - თანამშრომლობს თუ არა დაკავებული ე.წ. ფოტოგრაფი გამოძიებასთან?
ქალების პირადი ცხოვრების შანტაჟით - დაკავებული ე.წ. ფოტოგრაფის, გიორგი ქაროსანიძის ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მოდულის შენობაში უკვე იმყოფებოდა.
უფლებადამცველის თქმით, ქაროსანიძე გამოძებასთან თანამშრომლობს. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებაში დაკავებულმაც მიიღო მონაწილეობა.
ადვოკატი ამბობს, რომ ბინა, რომელსაც ე. წ. ფოტოგრაფი სავარაუდოდ, ფოტოსტუდიად იყენებდა, არა ნაქირავები, რამედ მისი დის მფლობელობაში იყო.
ამ ეტაპზე ბრალი არ წარუდგენია, შესაბამისად რას გვედავება პროკურატურა, ბრალის დადგენილებას არ გავცნობივარ. რომ წარედგინათ, გავეცნობოდი, მაგრამ ჯერ არ წარუდგენიათ და ბრალს არ გავცნობივარ. შესაბამისად, იმაზე საუბარი, აღიარებს თუ არა ბრალს, ჯერ ვერ ვისაუბრებთ მაგ საკითხზე. რაც შეეხება იმას, თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან, პირველ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. თავად დაკავებულის გადმოცემით ვიცი, რომ მას გაეცნო დაკავების ოქმი და მოაწერა ხელი. მოხდა ჩხრეკა, ადგილზე დათვალიერება და ამოღებული იქნა ავტომობილი და ამავე დროს, გლდანში მდებარე ბინა, რომელსაც ფლობდა იგი, ნაქირავები ბინა არ იყო. მისი დის საკუთრებას წარმოადგენს. გლდანის ბინის ჩხრეკა-დათვალიერება მოხდა და ასევე მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის. ფოტო-სტუდია ჰქონდა მოწყობილი ამას ვერ გეტყვით, მე ჩხრეკვას და დათვალიერებას არ დავსწრებივარ რაც იყო ჩხრეკისას ამოღებული, არ უარყოფს, რომ მას არ ეკუთვნის ეს ნივთები. ის ვაგზალზე ვაჭრობდა საეკლესიო ნივთებით", - ამბობს ადვოკატი.
ასევე ირკვევა, რომ დაკავებულს შვილის თაობაზე ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავა აქვს.
სამოალაქო დავა ჰქონდა ალიმენტთან დაკავშირებით და ნახვის დღეებთან დაკავშირებით. ყოფილი მეუღლე ბავშვს არ აჩვენებდა", - ამბობს ადვოკატი.
საეკლესიო მაღაზიის მფლობელს 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მათ შორის ფარულად გადაღებული კადრებიც. გიორგი ქაროსანიძის წინააღმდეგ არსებობს სავარაუდო მსხვერპლი ქალის ჩვენებაც. დაკავებულს გლდანში მდებარე ბინაში ნამდვილი ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს მოტყუებით აიძულებდა ინტიმური შინაარსის ფოტოსესიას დათანხმებოდნენ. ეცნობოდა, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც სარეკლამო ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და თუ მასთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყოდნენ, გადაღებული კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.