მივმართავთ მოსამართლეებს, არ იყვნენ გამოყენებულნი "კლანის" მიერ - ჯანეზაშვილი
მივმართავთ მოსამართლეებს, არ იყვნენ გამოყენებულნი "კლანის" მიერ - ამის შესახებ "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
ჯანეზაშვილის თქმით, ხვალ მოსამართლეთა კონფერენციაზე "კლანი" შეეცდება, რომ მოსამართლეები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეოს.
24 მარტს დაგეგმილი კონფერენცია იქნება კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, თუ რა არჩევანს აკეთებენ მოსამართლეები, რა პოზიცია აქვთ მათ. ჩვენ მოვუწოდებთ და მივმართავთ მოსამართლეებს, რომ ისინი არ იყვნენ გამოყენებულნი კიდევ ერთხელ კლანის მიერ, რომელიც აუცილებლად ეცდება, რომ მოსამართლეები გამოიყენოს, კორპუსი გამოიყენოს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები კიდევ ერთხელ დაიცვან. ვინაიდან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი ეხება არა ყველა მოსამართლეს საქართველოში, არამედ დაახლოებით 60 ადამიანს. ამდენად, მათ ექნებათ ამის მცდელობა და მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა არჩევანი გააკეთონ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, მომავალზე", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ხვალ იუსტიციის საბჭოს ორ ახალ მოსამართლე წევრს და საბჭოს მდივანს აირჩევენ - მოსამართლეთა კონფერენციაზე 7 საკითხზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კონფერენციაზე მსჯელობა ვეტინგის სისტემასაც შეეხოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ თანამდებობები დატოვეს, მიზეზად კი უზენაესი სასამართლოს მოსამარლეღა შესარჩევ კონსურსში მლნაწილეობა დაასახელეს.
რაც შეეხება საბჭოს მდივნის არჩევას, მოქმედ მდივანს ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.