"ასობით ოჯახი ქუჩაში დავრჩით, დაგვეხმარეთ" - სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებულების აქცია პროკურატურასთან

23.03.24 15:43
"ასობით ოჯახი ქუჩაში დავრჩით, დაგვეხმარეთ" - სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებულების აქცია პროკურატურასთან

სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალებული მოქალაქეები ამ წუთებში გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ.  ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ “შპს დელუქს დეველოპმენტის" და "შპს სექტორის" მხრიდან არიან დაზარალებული და მათ ახლა მთავარი გზავნილები აქვთ ირაკლი შოთაძესთან, ამბობენ, რომ გამოძიება რამდენიმე წელია დაწყებულია, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ მხრივ არ გადადგმულა.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან გზის გადაკეთაც სცადეს, თუმცა ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პროკურატურასთან შეკრებილი მოქალაქეების თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან ხელშეკრულებები 2019 წელს გააფორმეს. უძრავი ქონების მისაღებად გადაიხადეს დიდი ოდენობის თანხა, თუმცა ამბობენ, რომ კონკრეტულმა პირებმა, თორნიკე ზურაბიშვილმა, მაია ჯოხაძემ და დავით ცხვირიშვილმა აიღეს თანხები და ქვეყნიდან წავიდნენ. 

აქციის მონაწილები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლები გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.

ჩვენ ვართ სამშენებლო კომპანიების, "დელუქსის" და სექტორის" დაზარალებულები. ამ კომპანიის დირექტორია თორნიკე ზურაბიშვილი. წლების განმავლობაში ქუჩაში არის ასობით ოჯახი დარჩენილი. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. პროკურატურა დუმს და საშინელება ხდება. ქუჩაში არის ძალიან ბევრი ხალხი დარჩენილი. დაგვიდექით გვერდში და დაგვაჭერინეთ ეს თაღლითები. ეს ადამიანები არიან, რომლებმაც უამრავი ხალხი დატოვეს ქუჩაში", - ამბობს აქციის მონაწილე.

პროკურატურამ მოგვანიჭა დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ თორნიკე გაიქცა ქვეყნიდან. გლდანი არის რიგით მეექვსე ობიექტი. თორნიკეს, ასე რომ ვთქვათ, თაღლითობის მეექვსე ობიექტია, მაგრამ გადაფორმებული აქვთ ავთო ცხვირაშვილზე", - ამბობს აქციის მონაწილე.

 

მსგავსი სიახლეები