კიდევ ერთხელ ტერორიზმის სამიზნედ დაუცველი ადამიანები იქცნენ - ბორელი

23.03.24 16:06
კიდევ ერთხელ ტერორიზმის სამიზნედ დაუცველი ადამიანები იქცნენ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება - ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გმობს მომხდარს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

მკაცრად ვგმობ მოსკოვში მომხდარ საშინელ თავდასხმას. კიდევ ერთხელ ტერორიზმის სამიზნედ დაუცველი ადამიანები იქცნენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში“, - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.  

მსგავსი სიახლეები