50-ლარიანი ბილეთი 400 ლარად - რა ფასად ყიდიან "შავ ბაზარზე" გადამწყვეტი მატჩის ბილეთებს (ფოტო)
ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე - საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთებს გადამყიდველები კოლოსალურად ძვირად ყიდიან.
ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ე.წ. გადამყიდველები კი მას ხშირ შემთხვევაში 150-200 ლარად ან კიდე უფრო ძვირად, 400 ლარადაც კი ყდიან.
რაც შეეხება tkt.ge-ს დღეს, ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
tkt.ge-ის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ბილეთების 50% იყო გაყიდული, რიგში კი საიტზე 273 600 ადამიანი იმყოფებოდა.
ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი დინამო არენაზე 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.