უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
თენგიზ ჭანია რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
გუშინ, რუსების იერიშს ორი უკრაინელი სამხედროც ემსხვერპლა.
ცხედრების გადმოსვენება საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.