წულუკიანის რეპრესიები ანსამბლ "რუსთავში"
წულუკიანის რეპრესიების ახალი ტალღა ანსამბლ "რუსთავში" - კაცი, რომელიც მისი დაწყებული საქმის გამგრძელებლად ანზორ ერქომაიშვილმა დატოვა, თეა წულუკიანმა სამსახურიდან ისე გაუშვა, რომ ქართული ხმების შეგროვებაში ჩადებული 30 წლიანი სამსახურისთვის მადლობაც კი არ უთქვამს.
ირკვევა, რომ გიორგი ნატროშვილმა კულტურის სამინისტროდან ანსამბლში დანიშნული არჩევნების შესახებ წერილი 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო. ეს მისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, იმავე დღეს სამინისტროს მიწერა, რომ ასე მოულოდნელად არჩევნების დანიშვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ანსამბლ "რუსთავის" დებულებას. მეორე დღეს, გიორგი ნატროშვილმა კანდიდატურა მოხსნა.
6 ოქტომბერს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნა. ბლანკზე, სადაც საკუთარი არჩევანი ფარული წესით დასის წევრებს უნდა გაეკეთებინათ ერთადერთი კანდიდატურა ეწერა - დავით შანიძე. ერთ კაციან არჩევნებში შანიძემ გაიმარჯვა.
"შაბათის" ეთერს წერილი სახელმწიფო ანსამბლში მიმდინარე პროცესებზე კონფიდენციალურმა პირმა გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ რუსთავის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი თეა წულუკიანის ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია. დავით შანიძე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ანზორ ერქომაიშვილის დაფუძნებულ ანსამბლს ხელმძღვანელობს კულტურის სამინისტროს სიპის ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომელი იყო, ის ანსამბლის მართვას სააგენტოს ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეუდგა.
გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანმა ანსამბლის სტაჟიანი მმართველი გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გიორგი ნატროშვილმა დასისთვის მწირი ხელფასები გაზრდა მოსთხოვა.
დასის წევრების ინფორმაციით ანსამბლში პრობლემა პრობლემად რჩება. წულუკიანმა საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგაც მხოლოდ მცირედით მოაგვარა რუსთავის სახელფასო ფონდი. სახელმწიფო ანსამბლის 6 წევრი უკვე ემიგრაციაში იმის გამო წავიდა რომ ოჯახებს გამომუშავებული ჯამაგირით ვერ არჩენდნენ.