კლანი ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ - მოსამართლეები კონფერენციას მართავენ
მოსამართლეთა დიდი შეკრება დაწყებულია. ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს.
პირველი საკითხი, რომელსაც მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება განიხილავს, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხია. მოსამართლეების მიზანია აღნიშნული პროექტი ჩავვარდეს.
შეკრების ადგილზე დილიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მედიასთან კლანთან მჭიდრო კავშირში მყოფი მოსამართლეები არ გამოჩენილან.
როგორ დაასაბუთებენ მოსამართლეები ვეტინგის სისტემაზე უარს, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ვეტინგის სისტემაა ის საკითხი, რის გამოც ევროკავშირმა სახელისუფლებო პარტია კრიტიიკის ქარცეცხლში გაატარა. დასავლეთი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა კეთილსინდისიერების ტესტი უნდა გაიარონ, რაზე "ქართული ოცნება" კატეგორიულ უარს აცხადებს.