მაღლმთიანი აჭარა საფრთხეშია - მეწყერსაშიშ ზონაში კლდეებს ძირი გამოაცალეს

24.03.24 11:54
მაღლმთიანი აჭარა საფრთხეშია - მეწყერსაშიშ ზონაში კლდეებს ძირი გამოაცალეს

აჭარის მეწყერსაშიშ ზონებში ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოები გაახლდა. სახიფათო ტერიტორიაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდის. "პირველებმა" სოფელ დოლოგანში გადაიღო კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ კლდეებს ჯერ ძირი გამოაცალეს, შემდეგ კი მის სიღრმეში შევიდნენ.

ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მიდის. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ მაღალმთიანი აჭარა საფრთხეშია, რადგან მოსახლეობით სავსე ხეობაში სახიფათო ზონების რიცხვი მატულობს.

ამ ფონზე, კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ, ამტკიცებენ, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია. კითხვას გაურბიან გარემოს დაცვის თანამშრომლებიც. 

აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის სოფელია, საიდანაც რამდენიმე მეტრში კლდეების აფეთქების შედეგად 3 წლის წინ 6 წლის ბავშვი დაიღუპა. 

ადგილობრივები საპორტესტო აქციებს აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები