"სამარცხვინო" - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლების კონფერენციაზე
"სამარცხვინო" -ას ე აფასებს "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი მოსამართლეების კონფერენციას, რომელიც დღეს გაიმართა. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონფერენციაზე განსხვავებული აზრი არ ისმოდა და ასევე, მოსამართლეებმა არასამთავრობოებზე აგრესიული შეტევა მიიტანეს.
დღევანდელი კონფერენცია იყო ერთ-ერთი სამარცხვინო კონფერენცია, იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა განსხვავებული აზრი, სამწუხაროდ, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, რომ განსხვავებულ აზრს რამდენიმე ადამიანი მაინც დააფიქსირებდა. ასევე, სამწუხაროა, რომ ძალიან აგრესიული ფორმით დაიწყეს შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებზე, მათ შორის, იმ ფორმით, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოსამართლისთვის და მას აზიანებს პერსონალურად, ვინც ასეთი ფორმით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაშ დღეს მოსამართლეების კონფერენცია გაიმართა. მტავარი განსახილველი საკითხი ვეტინგის სისტემა იყო, რომელსაც მოსამართლეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.