უვარგისი საკვები და ანტისანიტარია - ქუთაისის N2 ციხის პატიმარი გაუსაძლის პირობებზე და მუქარაზე საუბრობს
"პირველებთან" კავშირზე ქუთაისის მეორე ციხე გამოვიდა. პატიმრები შველას ითხოვენ. მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ სასჯელს არადამანიაური მოპყრობის პირობებში იხდიან. ამბობენ, რომ არ აქვთ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, საკვები კი, რომელიც პატიმრებთან მიაქვთ, უვარგისია.
პროტესტის ნიშნად სასჯელაღასრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა მშრალი შიმშილობა დაიწყო. წერილით, რომელიც "პირველების" რედაქციაში შემოვიდა, ირკვევა, რომ ქუთაისის მეორე ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს დაემუქრა. მიზეზი სახალხო დამცველის აპარატში განხხორციელებული ზარია, სადაც პატიმრები გაუსაძლისს პირობებზე ომბუდსმენს უყვებიან.
მოგმართავთ, რომ ნომერო მეორე პენიტენციური დაწესებულებაში არის მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობა. ამ კონკრეტული განცხადების დაწერა გადამაწყვეტინა N2 პენიტენიცური დაწესებულების დირექტორის მუქარამ, რომ თუ ამ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე გავამხვილებდი ყურადღებას, ჩამიყვანდა დეესკალაციის ოთახში. აქვე, აღვნიშნავ, რომ ამ განცხახდების დაწერამდე არაერთხელ მივმართე N2 დაწესებულების დირექციას, რომ დამხმარებოდა და მიეღოთ შესაბამისი ზომები, მოეხდინათ რაიმე სახის რეაგირება. N 2 დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მძიმე. საშხაპეში ყოველ ჯერზე შედის 80 პატიმარი, ბანაობა კვირაში ორჯერაა, აბაზანას არ აქვს ვენტილაცია, არ ნიავდება, არ სუფთავდება და არის სულ სიბინძურე. არსებული ანტისანიტარიის გამო უკვე 6 თვეა აბაზანით არ მისარგებლია. საკანში მადუღარით ვაცხელებ წყალს და საკანსი ვბანაობ.
რაც შეეხება კვებას, საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურს ვთხოვ, შეამოწმეთ საკვები, მომზადების ჰიგიენა და პროდუქტების ვადები ვინაიდან, როდესაც სართულზე საკვები ამოაქვთ, აქვს საშნელი, გაუსაძლისი, ცუდი, უსიამოვნო სუნი, რაც გამოწვეულია საკვები პროდუქტების ვადაგასულობისა და და არაჰიგიენური მოზადების გამო. საკვებად ვიღებდი მხოლოდ პურს, რასაც უკვე 3 დღეა აღარ ვიღებ და ვშიმშილობ, - ნათქვამია პატიმრის წერილში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ომბუდსმენს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ემდიაშიც გავრცელდა.