რა მნიშვნელობა აქვს დირექტივა მოსკოვიდან მოდის თუ ბრიუსელიდან? - გვრიტიშვილი ვეტინგზე
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამოცხადებულებმა დღეს მოჩვენებითი ერთიანობით მიიღეს დოკუმენტი, რომელიც მოსამართლეების შემოწმებას ეწინააღმდეგება. მოსამართლე დიმიტრი ისევ გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ უცხოელი სპეციალისტების მიერ კეთილსინდისიერების ტესტის ჩატარება სისტემიდან მხოლოდ მოსამართლეების გაშვებას ემსახურება. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს დაუსაბუთებელი დირექტივა მოსკოვიდან მოდის თუ ბრიუსელიდან.
უცხოელი ექსპერტები არ გვჭირდება, ელემენტალურად, ვისაც აინტერესებს ჩვენი ქონებრივი მდგომარეობა და მისი შესაბამისობა ჩვენს ფინანსებთან, დაჯდეს და არითმეტიკული გამოთვლა ჩაატაროს. დანარჩენი მე, უბრალოდ, არ მესმის რა საჭიროა, სასამართლოში საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და ამით გადაწყვეტილებების გადამისამართება გარე სუბიექტებზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის. ეს რეკომენდაცია რატომ უნდა შევასრულოთ? დირექტივა როცა მოსკოვიდან მოდიოდა, ამას აღვუდექით წინ ქართველი ერი... რა მნიშვნელოვა აქვს დირექტივა დაუსაბუთებელი მოსკოვიდან წამოვა თუ ბრიუელიდან? ვიღაცას თუ იმის იმედი აქვს, რომ ვეტინგი დაიწყება და ქართველი მოსამართლეები გავიქცევით, ეგრე არ მოხდება, - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
მოსამართლეთა კონფერენციას 50-მა მოსამართლემ ბოიკოტი გამოუცხადა. 50 კაციან სიაში არიან ის მოსამართლეებიც, რომლებმაც ღიად თქვეს, რომ თანახმა არიან კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ, რადგან დასამალი არაფერი აქვთ.